




სწავლება დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
• არის საქართველოს მოქალაქე;
• არის ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი;
• არის სულ მცირე 24 წლის;
• აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
• აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, ჰქონდეს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება);
• არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა);
• მზადაა, ბოლომდე გაიაროს მომზადების კურსი და გავიდეს მართვის მოწმობის შესაბამის გამოცდაზე.
დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის მოწმობის ფოტო/ასლი;
• „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფოტო/ასლი.
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:
• ფოთის სატრანსპორტო კომპანიის Facebook გვერდზე და ფოთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://form.jotform.com/241192987501359 ;
• შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Qalebiskursi@gmail.com დოკუმენტების გაგზავნით;

*ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით