ფოთის სატრანსპორტო კომპანია
Poti Transport Company

577 64 13 33

ცხელი ხაზი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა, კორპორატიული განვითარების პროგრამა და ტრანსპორტის რეფორმის კვლევა.
აღნიშნული კვლევის ბენეფიაციარი მუნიციპალიტეტებია ფოთი. ქუთაისი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი და თელავი. ამ ეტაპისთვის განხორციელდა 4 სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში, სასტუმრო „პარკ გრინში“ 10.00-18.00. პროგრამის ფარგლებში გაიმართა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა №5 და განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
 • ავტობუსების რეფორმის ანგარიში
• ფინანსური მოდელი
• ახალი სატარიფო სისტემის ანგარიში
• შემდეგი ნაბიჯები
სამუშაო შეხვედრას დაესწრო პროექტში ჩართული ყველა მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიების და ევროპის განვითარების რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლები.

გაზიარება: