ფოთის სატრანსპორტო კომპანია
Poti Transport Company

577 64 13 33

ცხელი ხაზი

ჩვენ შესახებ

შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“ წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული შიდასაქალაქო მარშრუტების შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურების ორგანიზება.

კომპანია დაფუძნდა 2020 წლის 28 სექტემბერს.

საწყის ეტაპზე კომპანიაში დასაქმებული იყო 11 პირი და გააჩნდა ტექნიკურად მოძველებული 5 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი.

2021 წლის მარტის თვიდან, მას შემდეგ რაც დასრულდა ახალი ადმინისტრაციული შენობის და ავტოპარკის მშენებლობა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში კომპანიას დამატებით გადაეცა ახალი მუნიციპალური ავტობუსები, შეიცვალა და ახლად ჩამოყალიბდა საწარმოს სტრუქტურა, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა.

კომპანიაში დაინერგა მგზავრობის საფასურის გადახდის საბარათე სისტემა. ამასთანავე, დაიხვეწა ავტობუსების მოძრაობის კონტროლის ელექტრონული სისტემაც, რამაც შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულიყო მგზავრების მომსახურების ხარისხი.

დღეისათვის კომპანიას სარგებლობაში გააჩნია ევროპული სტანდარტების 12 ერთეული ახალი და ტექნიკურად მოძველებული 2 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი. კომპანიაში დასაქმებულია 80-მდე პირი, მათ შორის 11 ქალი.

მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანის სრულფასოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად კომპანიაში ფუნქციონირებს ოპერაციული, ტექნიკური და კონტროლიორთა განყოფილებები.

ოპერაციული განყოფილება უზრუნველყოფს მარშრუტებზე ავტობუსების განაწილებას, მოძრაობის განრიგების შედგენას, დისპეჩერიზაციას და მონიტორინგს. ტექნიკური განყოფილება უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას. კონტროლიორთა განყოფილება განახორციელებს მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლს, ასევე მგზავრთა გადაყვანის პროცესის მონიტორინგს.

მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ავტობუსების გაჩერებებზე კომპანიის მიერ დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები.

კომპანიაში დასაქმებულნი არიან გამოცდილი, პროფესიონალი მძღოლები, რომლებსაც მარშრუტზე გასვლამდე უტარდებათ სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და ალკოტესტი.

ყველა ავტობუსის გარეცხვა და სალონის დასუფთავება წარმოებს ყოველდღიურად. პერიოდულად წარმოებს სატრანსპორტო საშუალებების დეზინფიცირება.

კომპანიაში შემუშავებული შესაბამისი გეგმების საფუძველზე, სათანადო პერსონალს უტარდება ინსტრუქტაჟები შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის იაფი ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველსაყოფად, შპს „ფოთის სარტრანსპორტო კომპანია“-ს ასუბსიდირებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

ავტობუსით მგზავრობის ღირებულება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულია 50 თეთრის ოდენობით.

50%-იანი შეღავათით სარგებლობენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

 

¾ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

¾ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

¾ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

¾ სამხედრო ძალების ვეტერანები;

¾ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

 

მგზავრობის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებულნი არიან ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

 

¾ 0-დან 6 წლამდე ბავშვები;

¾ სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);

¾ ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, მედდები და ექიმები.

 

კომპანიის ავტობუსები მარშრუტებზე მოძრაობენ დილის 07:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე.

ყოველდღიურად, სეზონურობის გათვალისწინებით, კომპანია ემსახურება საშუალოდ 2500 მგზავრს.

დღეისათვის, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანია ოპტიმალურად განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულ ყველა მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას.

ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საგზაო სამუშაოების დასრულების შემდგომ, შესაბამისი უზრუნველყოფის პირობებში, კომპანია მზად არის კვლავაც უპრობლემოდ იფუნქციონიროს სრული დატვირთვით, ქალაქის მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველსაყოფად.