ფოთის სატრანსპორტო კომპანია
Poti Transport Company

577 64 13 33

ცხელი ხაზი

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი უფასო კურსი

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი უფასო კურსი ფოთის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსებზე მიღება იწყება. კურსი განკუთვნილია, როგორც ქალაქ ფოთში, ასვევე, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის […]

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო! პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს. პროექტს ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ფოთის მერიასთან ერთად. პროგრამა, პროექტის – ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება. ვრცლად […]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა, კორპორატიული განვითარების პროგრამა და ტრანსპორტის რეფორმის კვლევა. აღნიშნული კვლევის ბენეფიაციარი მუნიციპალიტეტებია ფოთი. ქუთაისი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი და თელავი. ამ ეტაპისთვის განხორციელდა 4 სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში, სასტუმრო „პარკ გრინში“ 10.00-18.00. პროგრამის ფარგლებში გაიმართა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა №5 და განხილული […]

ჩვენს ქალაქს გადმოეცა ორი, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი

ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა . ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ სფეროში. ქალაქის სატრანსპორტო სფეროს განვითარების ფარგლებში, წლის ბოლომდე 4 ახალი ავტობუსის დამატება […]